Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

შს მინისტრი გუდაურში საკოორდინაციო შტაბში თათბირს ესწრება

შს მინისტრი გუდაურში საკოორდინაციო შტაბში თათბირს ესწრებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გუდაურში იმყოფება. მინისტრი საკოორდინაციო შტაბში საგანგებო თათბირს ესწრება. სხდომაზე რეგიონში დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას განიხილავენ. საგანგებო თათბირს ესწრებიან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე ზურაბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე.
Мой аккаунт