Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 9-თვიანი სასამართლო განხილვა დასრულებულია. მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, დარბაზიდან გათავისუფლდა კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი რუსლან შამახია. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას. სასჯელის იგივე ზომა დაეკისრა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს კოხტა კოდუას - ორივე მათგანი მიმალვაში იმყოფება. საქმეში კიდევ 2 ბრალდებულს, მარლენ ხვიტიას და გოჩა შონიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს კი სხვადასხვა სახის სასჯელი - 2-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სამალავები გასულ წელს აღმოაჩინა, სადაც იარაღი და კასეტები ინახებოდა, კასეტებზე სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, სწორედ ამ საქმეზე დააკავეს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სმაინისტროს 12 მაღალჩინოსანი.
Мой аккаунт