Saturday, 13 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან

შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთანУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
პრემიერ-მინისტრი ერთი თვის ვადას აძლევს სამშენებლო კომპანია " ბლოკ ჯორჯიას" დევნილთა საცხოვრებელი ბინების დროს დაშვებული ხარვეზები გამოსასწორებლად. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობების დათვალიერების დროს განაცხადა. " სამშენებლო კომპანიებს აქვთ ხარვეზები და სწორად შეარჩიეთ კომპანიები. აქ სიჩქარე და ფუქსავატობა არ შეიძლება, მთავარია ხარისხიანად აშენდეს. მშენებარე კომპანიები დაისჯებიან. მოვითხოვ, გამოასწორონ ხარვეზები, სასწრაფოდ გამოასწორებინეთ,"- მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს დავით დარახველიძეს. პრემიერ-მინისტრი მშენებლობაზე დასაქმებულდევნილებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა მათ სხვადასხვა კატეგორიად არ ჰყოფს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა,სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს ყველას, ვინც დევნილად იქცა. „ეს საცხოვრებელი კომპლექსი თქვენთვისშენდება. ამდენი წლის შემდეგ, თქვენ უკვე გექნებათ საკუთარი ჭერი - ბინები საკუთრებაში გადმოგეცემათ. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში ცხოვრება. მისასალმებელია ისიც, რომ კომპლექსის მშენებლობაზე უმეტესად დევნილები არიან დასაქმებული. ჩვენ შევეცადეთ, ამ მხრივაც ამოგდგომოდით მხარში. ეს საცხოვრებელი კომპლექსი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ, მთავრობა დევნილების მდგომარეობით სპეკულირებაზე კი არ ვფიქრობთ, არამედ გამუდმებით ვმუშაობთ თქვენთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ დევნილებს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი ხელისუფლების პირობებში 2000 დევნილი ოჯახი -საშუალოდ 8000 ადამიანი, საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილდა. პრემიერმა გრძელვადიანი განსახლების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაისში ფართო მასშტაბის მშენებლობა დაიწყება თბილისსა და ქუთაისში. 2015 წელს კი დაიწყება კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში, ასევე მასშტაბური მშენებლობები იგეგმება გორში და ბათუმში.
Мой аккаунт