Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

"აბრეშუმის გზის" პროექტის დასკვნითი შეხვედრა

"აბრეშუმის გზის" პროექტის დასკვნითი შეხვედრაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აბრეშუმის გზა საქართველოს შესაძლებლობას უჩენს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის“ პროექტის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებს. მთავრობის მეთაურმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს 21-ე საუკუნეში კვლავ ეძლევა საშუალება, შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია. „დღეს კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, აღვნიშნო საქართველოს ისტორიული როლი და ფუნქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდითგანვე ეკისრებოდა, როგორც ორი გეოპოლიტიკური არეალისდამაკავშირებელს, რადგან ის დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე იყო მოქცეული.გვერდიგვერდ არსებობდა ორი ცივილიზაცია და მათ შორის სავაჭრო-კულტურული კავშირები აბრეშუმის დიდ გზაზე გადიოდა. საქართველო ამ ორი სამყაროს გზაჯვარედინი, აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის განვითარებას. მთავრობის მეთაურმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ის ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს და ჩინურ კომპანიებს აღნიშნულ პროექტში ჩართვა შესთავაზა. მტანი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Мой аккаунт