У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თელავში თბილისის საავიაციო ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნება. კურდღელაურში კი აეროდრომი. განცხადება მთავრობის მეთაურმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა აეროდრომი დაათვალიერა და მფრინავებს გაესაუბრა. რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება თუშეთი იქნება, ვინაიდან აღნიშნულ მარშრუტზე ტურისტების დიდი მოთხოვნა არსებობს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მფრინავთა ადგილზე მომზადებით საბიუჯეტო თანხა დაიზოგება. მანვე წინადადებით მიმართა საავიაციო ინსტიტუტის დირექტორს, წარმოადგინოს იდეა, რათა მსგავსი ტიპის თვითვმფრინავების წარმოება საქართველოში იყოს შესაძლებელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თელავში დღეს შპს "ვაზიანის" ღვინის ქარხანა დაათვალიერა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით შენდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყვარელის რაიონის სოფელ ენისელში ახლად გაშენებულ ვენახშიც იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ვენახში შეკრებილ ფერმერებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებისა და იაფი კრედიტების მეშვეობით, ბევრ მეურნეს მიეცა მეურნეობის განვითარების საშუალება.