У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თაღლითური სქემა, რომელიც ფეხბურთის სფეროში გამოავლინეს. დაკავებულია საქართველოს ჩემპიონატის 8 მსაჯი. გამოძიების ინფორმაციით, მითითებული პირები მოქალაქეებთან გარიგებაში შედიოდნენ, შედეგად კი უცხოურ ტოტალიზატორებში ფსონები იდებოდა და მოგებული თანხის ნაწილი მსაჯებთან მიდიოდა. გავრცელებულია ფარული ვიდეო-მასალაც, სადაც გარიგების შედეგად მოპოვებული თანხის განაწილებაა ასახული.ნიკა მოლოდინაშვილი გაეცნო საქმის მასალებს.