Saturday, 27 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ს.კ. „ზუგდიდში“ ახალი დირექტორი და მთავარი მწვრთნელი დაინიშნა

ს.კ. „ზუგდიდში“ ახალი დირექტორი და მთავარი მწვრთნელი დაინიშნაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“, რომელმაც გასულ საფეხბურთო სეზონს სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე უმაღლესი ლიგა დატოვა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ,რომელიც უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს, ახალ, 26–ე ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატზე ელიტ–ლიგაში დარჩენის უფლება მოიპოვა. აქედან გამომდინარე, გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ დირექტორი, ცნობილი ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი გელა ინალიშვილი გახდა, ხოლო გუნდის მთავარ მწვრთნელად ასევე ცნობილი სპეციალისტი ნესტორ მუმლაძე დაინიშნა. მთავარი მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დღეს წარადგინა. გარდა ამისა კლუბის წინაშე ოფიციალურად წასდგა გუნდის დირექტორი გელა ინალიშვილი. კლუბის ხელმძღვანელმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით კლუბის მთავარი მიზანი წლევანდელ საფეხბურთო სეზონზე უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. რაც შეეხება გუნდის მთავარ მწვრთნელს ნესტორმუმლაძეს, 1959 წლის 10 ივნისს არის დაბადებული. წვრთნიდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, რუსთავის „მეტალურგს“, და თბილისის „ვიტჯორჯიას“. ამ უკანასკნელთან ერთად 2008–2009 წლის სეზონში გახდა უმაღლესი ლიგის გამარჯვებული.
Мой аккаунт