საპარლამენტო უმცირესობა კახა კალაძეს კანონიერ ქურდ რემენას მფარველობაში სდებენ ბრალს
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ბაქოს ინციდენტის გარდა, კახა კალაძეს პოლიტიკური ოპონენტები კრიმინალური ავტორიტეტის გამოც აკრიტიკებენ. საპარლამენტო უმცირესობა ვიცე-პრემიერს კანონიერ ქურდ რომან ბარბაქაძის, იგივე რემენას მფარველობაში სდებს ბრალს და მის დაკითხვას ითხოვს. შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში უკვე შეტანილია. ოპოზიციის მტკიცებით, სწორედ კალაძის დავალებით შემოიყვანეს უკრაინიდან დეპორტირებული ბარბაქაძე თბილისის აეროპორტში საზღვრის კვეთის გარეშე. თუმცა მითითებული პირი, ოპოზიციის პროტესტის ერთადერთი მიზეზი არ არის. დღესვე "ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბურ სქემაზე საუბრობს, რომლის მიხედვით ქართული ძალოვანი უწყებები, ე.წ. კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობენ.