პირველი სტუდია - თათუხაშვილის საქმე; რასმუსენის განცხადება ბრიუსელში; IRI--ის კვლევა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თემები: პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაასაჯაროვა და ჟურნალისტებს მტკიცებულებების ის ნაწილი გააცნო, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ადასტურებს, რომ მოწმე თათუხაშვილზე ზეწოლა არ განხორციელებულა. ამ საქმესთან დაკავშირებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნა მოითხოვა, რასაც პარლამენტში ხმაური და ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა -- ურთიერთბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც დარბაზის გარეთ გაგრძელდა; რას პასუხობს საპარლამენტო ოპოზიციას უმრავლესობა.
რა გავლენა ექნება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობას საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე; რასმუსენის განცხადება ბრიუსელში;
მოსახლეობის სოციალური და პოლიტიკური განწყობები IRI--ის კვლევაში -- როგორ გადანაწილდა საზოგადოების ხედვა; რა მიაჩნიათ მთავარ პრობლემად და რას ელის მოსახლეობა -- პოლიტიკოსების შეფასებები და გამოკითხვის შედეგები.
სტუმრები: ეკა ბესელია -- ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; აკაკი ბობოხიძე -- "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი.