У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მერაბ ბოჭოიძის ანკარაში საგანგებო ვიზიტის შედეგად, ქართველმა და თურქმა სპეცილისტებმა პირველ სამუშაო შეხვედრა გამართეს. იშხნის სამონასტრო კომპლექსში და მდგომარეობას ადგილზე უშუალოდ გაეცნენ.
თურქეთ-საქართველოს სიძველეთა დაცვის სფეროს ქართველმა და თურქმა სპეციალისტებმა ორი ქვეყნის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის ფარგლებში, პირველად იმსჯელეს სიძველეების გადარჩენის ერთობლივ მეთოდოლოგიაზე და თანამშრომლობის ახალი ეტაპი განსაზღვრეს.
ადგილზე მდგომარეობას დააკვირდებნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ისტორიკოსი პაატა გაფრინდაშვილი და ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსი, ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე, რომლებიც ორი წელია თურქეთის ტერიტორიაზე იშხნისა და ოშკის ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ.
ქართველ სპეცილისტთა სამუშაო ჯგუფს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, ტაო-კლარჯეთის ძეგლების მკვლევარი ირინა გივიაშვილი დუბლინიდან შეუერთდა, რომლის დახმარებით თურქეთში არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობა ჯერ კიდევ გასულ წლებში მოექცა ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში. ქართულ დელეგაციაში ასევე ჩართულია საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენელი კედლის მხატვრობის რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური.