Saturday, 13 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

გადაცემა "ახალკაცის მატრიცა"

გადაცემა "ახალკაცის მატრიცა"У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
2013 წლის 14-17 მარტს ლაიფციგში იმართება წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, რომელზეც საქართველო უკვე მეორედ წარსდგება ეროვნული სტენდით. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღნიშნულ ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას ორგანიზებას უწევს ,,საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია''. საქართველოს ეროვნული სტენდის პარალელურად, დაგეგმილია სხვადასხვა ფომრატში ქართველი ავტორების და მათი ნაწარმოებების პრეზენტაციები. ღონისძიებები გაიმართება, როგორც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ასევე ქალაქ ლაიფციგის ლიტერატურულ სალონებში, სადაც დაგეგმილია 7 ავტორის - ზაზა ბურჭულაძე, დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნინო ხარატიშვილი, თამთა მელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ბონდო მაცაბერიძე - 7 ლიტერატურული საღამო. მათ შორის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გერმანიაში გამოცემული ქართველი ქალი მწერლების ანთოლოგიის ,,იაგურის ტექნო" პრეზენტაცია. ლაიფციგის წიგნის ბაზრობას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.youtube.com/user/culturegovge http://www.flickr.com/photos/culturegovge/ http://www.myvideo.ge/?user_id=855045
Мой аккаунт