Friday, 26 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

პროექტის პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაციაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში მოღვაწე ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის პროექტის „მუსიკის ენა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს!" პრეზენტაცია გაიმართა. მუსიკალურ საღამოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაეწსრნენ. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის პროექტის მიზანია პროფესიული მუსიკის ფართო პროპაგანდა და ქართველ მუსიკოსთა საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში ინტეგრირება. პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ქვეყნის როგორც აღიარებული, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მოწვევა, სახელმწიფო ორკესტრთან თანამშრომლობის მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საღამოზე სიმფონიური ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ბახის, მოცარტის, როსინის, პიარტის, ყანჩელის და სხვა ავტორთა ნაწარმოებები შეასრულა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.youtube.com/user/culturegovge http://www.flickr.com/photos/culturegovge/ http://www.myvideo.ge/?user_id=855045
Мой аккаунт