Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

"არენა" - ფეხბურთი - მეორე წრე; U17 ელიტრაუნდისთვის მზადება; რაგბი - მორიგი მადრიდული დაპირისპირება

"არენა" - ფეხბურთი - მეორე წრე; U17 ელიტრაუნდისთვის მზადება; რაგბი - მორიგი მადრიდული დაპირისპირებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
2 მარტი, 2015 • საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ელიტ რაუნდისთვის ემზადება. ორ დღეში გამართული ორი სპარინგ მატჩი სლოვაკ თანატოლებთან; საქართველო - სლოვაკეთი - მერაბ მამულაშვილის სიუჟეტი; • სტუმარი: გოჩა ტყებუჩავა საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი; • საქართველოში საგაზაფხულო საფეხბურთო სეზონი ძალას იკრებს – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "მერანი" საკუთარ მოედანზე დაბრუნდა – პირველი მატჩი მარტვლის განახლებულ სტადიონზე; მიხეილ ნიკოლეიშვილის სიუჟეტი; • ქობულეთში ლეგიონერთა რიცხვი იზრდება – ახალი "შუქურა" "გურიას" წინააღმდეგ და ტურის ორი გამორჩეული შეხვედრა ლიდერთა მონაწილეობით – "სიონი" – "დინამო", "დილა" – "ტორპედო"; • რაგბი. ევროპის ჩემპიონატის მესამე ტური. მორიგი მადრიდული დაპირისპირება ესპანეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებებს შორის; • სპორტული დელეგაციის საქმიანი შეხვედრები ესპანეთში. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი ვიზიტი ესპანეთში. "არენას" სტუდიაში - სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და დედაქალაქის ვიცე-მერი ალუდა გოგლიჩიძე; • ხელბურთი. უახლოესი თვეების ახალგაზრდა ხელბურთელების მნიშვნელოვანი შეჯიბრებები – 20–22 მარტს, თბილისი 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს, ზაფხულში კი იგივე გუნდი ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებს; გოგონათა ნაკრების მზადება და სამომავლო მიზნები - ლადო წულუკიძის სიუჟეტი. • "არენას" სტუდიაში გოგონათა ნაკრები – გუნდის მთავარი მწვრთნელი როლანდ ერაძე და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე. • საკალათბურთო სუპერლიგა. მეორე წრის მეოთხე ტურის მიმოხილვა - ლუარსაბ მაღლაკელიძის სიუჟეტი.
Мой аккаунт