შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ესტუმრა, კობახიძე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა და განათლების სფეროში არსებული ახალი ინიციატივები გააცნო, მისი თქმით მთავრობსი ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების სისტემაში სასარგებლო ცვლილებების განხორციელებაა, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა იმ ამოცანებზე ისაუბრა რომლის შესრულებასც უახლოეს პერიოდში იგეგმება.ნინო კობახიძეს თქმით ერთ-ერთი ინიციატივა საერთაშორისო განათლებას ეხება, რომელიც უცხოეთში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში სტუდენტთა გადამზადებას გულისხმობს, რიგით მეორე ინიციატივა სტუდენტების სტჟირებაა-მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სტაჟირებას საჯარო უწყებებში 6 თვის განმავლობაში გაივლიან, მესამე სიახლე კი სოციალურად დაუცველი სტუდენტების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას გულისხმობს.ამ კატეგორიის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი აშენდება, პრიორიტეტი ამ შემთხვევაშიც მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს მიენიჭებათ.პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვევს და იმ საკითხებზე ესაუბრნენ, რომელიც უნივერსიტეტის მეტად განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.ნინო კობახიძემ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და ევროპული სტანდარტების შესაბამის სასწავლებელს მაღალი შეფასება მისცა. მთავრობსი წარმომადგენლები უნივერსიტეტში რამდენიმე საათი დარჩნენ, ნინო კობაზიძეს თქმით პრეზენტაცია პირველად ზუგდიდიდან დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტშიც გაიმართება.