"შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა" მეოთხე კურსელთა გაცილების საღამო მოაწყო .
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტეტის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი დაიწერა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და თვითმმართველობამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს დაუვიწყარი გაცილება მოუწყო და მოწვეულ სტუმრებს გრანდიოზული საღამოთი უმასპინძლა.სცენა, რომელიც უნივერსიტეტში სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო ქორეოგრაფიულმა ნომრებმა დაიპყრო, თუმცა იქვე მუსიკალურ განწყობაზე ადგილობრივი მომღერლები ზრუნავდნენ და სტუდენტებს ამ ფორმით აცილებდნენ.უჩვეულო გარემო შექმნეს თავად კურსდამთავრებულებმა, სპეციალური მანტია რომელიც სტუდენტებმა მოირგეს კიდევ ერთხელ ქმნიდა საზეიმო ცერემონიალს და მაყურებელს განსაკუთრებული შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებდა.ცეკვებსა და სიმრერებს მოგვაინებით პოეზია ჩაენაცვლა და ღონისძიება კიდევ უფრო შემოქმედებითი გახდა.შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოღვაწეობის მანძილზე თამამად თქვა საკუთარი სათქმელი საზოგადოების წინაშე, ეს სათქმელი კი სტუმრებმა თავიანთი სურვილით კიდევ უფრო ხმამაღლა გაახმოვანეს და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მომავალი წარმატებისკენ გზა დაულოცეს.უნივერსიტეტის დამთავრება სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა თეონა ხუფენიამ და თვითმმართველობის წევრებმაც მიულოცეს. განსაკუთრებული ემოციის ქვეშ მაინც სტუდენტები იმყოფებოდნენ, ის სტუდენტები რომლებსაც უნივერსიტეტის ისტროიაში წელს პირველად ხვდათ წილად ჩეცვათ მანტია და ქონოდათ ისეთი გაცილების საღამო როგორც არავის არასდროს და არსად .შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულების გაცილების საზეიმო ცერემონიალი ლაზერ შოუთი და გრანდიოზული ფოიერვერკებით დასრულდა.