Monday, 22 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზეУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
2013 წლის 15-17 აპრილს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო პირველად წარდგება ქართული კოლექტიური სტენდით. „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებლთა ასოციაციის"ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. სტენდზე დაახლოებით თხუთმეტი ქართული გამომცემლობის წიგნები იქნება წარმოდგენილი; მათ შორის: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", „დიოგენე", „ქარჩხაძის გამომცემლობა", „სიესტა", „ლოგოს პრესი", „პალიტრა L", „ბაკმი" და „კლიო". სტენდზე ასევე განთავსდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროსა და ,,ლიტერატურის მუზეუმის" გამოცემებიც. ბაზრობის ფარგლებში იგეგმება ქართველი გამომცემლების არაერთი საქმიანი შეხვედრა უცხოელ კოლეგებთან. ლონდონის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად აპრილის თვეში იმართება. ბაზრობას თითქმის ორმოცი წლის ისტორია აქვს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წიგნის ბაზრობად ითვლება. ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს 25,000 -ზე მეტ გამომცემლობას, წიგნის გამავრცელებლებს, ბიბლიოთეკებს და მედიის წარმომადგენლებს. ბაზრობაზე დაახლოებით 1700 საერთაშორისო მონაწილე იყრის თავს. გამომცემლები ბაზრობას ახალი გამოცემების გასავრცელებლად, საავტორო უფლებების შესაძენად და სხვა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად სტუმრობენ. ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა სახის კონფერენციები, პრეზენტაციები და ფორუმები. 2007 წლის შემდეგ ლონდონის წიგნის ბაზრობა ტრადიციულად „ერლს ქორთის" საგამოფენო ცენტრში მიმდინარეობს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.youtube.com/user/culturegovge http://www.flickr.com/photos/culturegovge/ http://www.myvideo.ge/?user_id=855045
Мой аккаунт