Wednesday, 24 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ყოველდღიური წყალმომარაგება

ყოველდღიური წყალმომარაგებაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დღეს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შორის საქართველოს 14 ქალაქსა და სოფელში წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის კონტრაქტებზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გახსნა. კონტრაქტებზე ხელმოწერის ცერემონიალს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ლევან ჭიჭინაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა, მხარეთა რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების გამგებლები და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებითა და ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ ქალაქებსა და სოფლებში: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ტყიბული, ზესტაფონი, ლენტეხი, მარტვილი, ცაგერი, ვანი, წყალტუბო, წალენჯიხა, სურამი, სართიჭალა, ომალო და ლაგოდეხი. სამუშაოებზე სულ პირდაპირ და ირიბად 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქალაქებში გამოიცვლება წყალგაყვანილობის მილები. რებილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებსა და წყლის სათავე ნაგებობებს. სამუშაოებს ქართული კომპანიები: "ბელდინვესტი", "მშენებელი-80", "ცეკური", "არქეოპოლისი", "ინსი", "სერვისი", "სანი", „სპეცჰიდრომშენი" და "წყალკანალმშენი" განახორციელებენ
Мой аккаунт