საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 21 ივლისს, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ტური. წარმოდგენილი იყო ფოლკლორის ყველა დარგი: ხალხური მუსიკა, საეკლესიო გალობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა ხელს მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც დუშეთში სექტემბრიდან ამოქმედდება ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობა - პირველ ეტაპზე სალოტბარო სკოლა.
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი საზეიმოდ 4 ივლისს თელავის თეატრში გაიხსნა და ღონისძიებები უკვე ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ეტაპი მცხეთა-მთიანეთის რეგიონით სრულდება. გურიის, იმერეთის, აჭარის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების ტურები სექტემბიდან განახლდება.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
http://www.youtube.com/user/culturegovge
http://www.flickr.com/photos/culturegovge/
http://www.myvideo.ge/?user_id=855045