Tuesday, 23 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მანჰეტენ ტრანსფერი ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალზე

მანჰეტენ ტრანსფერი ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალზეУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
12 მაისს, ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მანჰეტენ ტრანსფერის“ კონცერტით გაიხსნა. ფესტივალი 12 მაისს დაიწყება და მსმენელს საინტერესო, მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. ფესტივალის იდეა ეფუძნება თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობას და გათვლილია ყველა ასაკისა და კულტურული ინტერესის მქონე მსმენელზე. ფესტივალის პროგრამა: 12 მაისი - ლეგენდარული ვოკალური კვარტეტი The Manhattan Transfer და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე; 16 მაისი - კარლ ორფის "ჰიტი" "Carmina Burana" თბილისის სიმფონიური ორკესტრის, საქართველოს სახელმწიფო კაპელის და ახალგაზრდა საოპერო მომღერლების შესრულებით, დირიჟორი ვახტანგ კახიძე; 22/24 მაისი - ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის, მისი სიმღერები და ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები. კონცერტში მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძე და ცნობილი ქართველი პოპ შემსრულებლები; 30 მაისი - მრავალი GRAMY-ს მფლობელი ვოკალური კვარტეტი New York Voices და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით; ფესტივალს წარმომდგენი: ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და კომპანია „მაგთიკომი“ მხარდამჭერები: • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო • სასტუმრო ROOMS HOTEL TBILISI • კომპანია „სუფთა სახლი“ ფესტივალის ორგანიზატორი: ჯანსუღკახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.youtube.com/user/culturegovge http://www.flickr.com/photos/culturegovge/ http://www.myvideo.ge/?user_id=855045
Мой аккаунт