Saturday, 13 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

პატრიარქი სამთაწყაროელ მუსლიმებს სალოცავად საკუთარ სახლში იწვევს

პატრიარქი სამთაწყაროელ მუსლიმებს სალოცავად საკუთარ სახლში იწვევსУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
patriarqi samtawyaroel muslimebs salocavad sakutar saxlshi iwvevs საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამთაწყაროელ მუსლიმებს შეხვდა და სალოცავად საკუთარი სახლი შესთავაზა. მისი განცხადებით, არავითარი უთანხმოება არაა და ის, რაც სამთაწყაროში ხდება ხელოვნურად, კონკრეტული პიროვნებების ინტერესით გაღვივებული უთანხმოებაა. „მე გაზრდილი ვარ ისეთ ოჯახში, სადაც ჩვენი უახლოესი ახლობლები მუსულმანი ქისტები იყვნენ. დედაჩემი და მამაჩემი ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ ელოცათ. ჩვენ მეორე ოთახში, ხატების წინ ვლოცულობდით. ასეთ ოჯახში ვარ გაზრდილი. ერთიც და მეორეც ჩემი სულიერი შვილები ხართ. არასდროს არ დავუშვებ იმას, რომ დაჩაგრული იყოს რომელიმე. ვისაც ლოცვა მოგინდებათ, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ და ილოცოთ. ჩვენ ერთი ხორცი და სისხლი ვართ და თქვენ არ უნდა გაიმეტოთ ერთმანეთი, პირიქით უნდა დაეხმაროთ. ასეც არის, როგორც ვიცი. არ უნდა მოვუსმინოთ პროვოკატორებს", - განაცხადა პატრიარქმა.
Мой аккаунт