Published on Jun 26, 2012 by MRDIGeorgia საქართველოს დელეგაცია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება. მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შვედ კოლეგას, კატარინა ელმსეტერსვერდს შეხვდა. მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, კონკრეტული, სამოქმედო გეგმა დასახეს. შეხვედრას შვედეთის გზების მშენებლობის სახელმწიფო სააგენტოს Sweroad-ის დირექტორი გუნარ ტუნკრანსი ესწრებოდა. შვედეთის სამეფოში გამართულ შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოში, კონსტანტინე ქავთარაძე ესწრებოდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შვედეთის განვითარების სააგენტოს "SIDA"-ს აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსს კლას რასმუსონს შეხვდა. შვედეთის სამეფოს მთავრობა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით (SIDA), 2006 წლიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობისა და ნარჩენების ტრანსპორტირების სისტემის სრულყოფის, ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგების მიზნით. "SIDA"-ს მხარდაჭერით უკვე აშენდა უნიკალური წყლის გამწმენდი ნაგებობები ბორჯომსა და ბაკურიანში. აღნიშნული შეხვედრის მიზანი, საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის საკითხთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა გახლდათ. SIDA -ს მხარდაჭერით უკვე მოეწყო საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელი ქვემო ქართლში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოში კიდევ არაერთი მსგავსი პროექტის განხორციელებას გეგმავს. შვედეთში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა სტოკჰოლმის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერა და გაეცნო ურბანული განაშენიანების პროექტს, რომლის პრეზენტაციაც საგანგებოდ, ქართული დელეგაცის წევრებისთვის მოეწყო.