დერმატოლოგია (300 დერმატოლოგიური დაავადება)- პირველი ტიპის ნეიროფიბრომატოზი (რეკლინგჰაუზენის დაავადება, პერიფერიული ნეიროფიბრომატოზი):
- გენეტიკური დაავადებაა, ფაკომატოზი
- ნეიროფიბრიმინის უკმარისობა
- ჰიპერპიგმენტური ლაქები (რძიანი ყავისფერი ლაქები ანუ რძიანი ყავის ლაქები)
- ნეიროფიბრომები (ნერვული ბოჭკოების სიმსივნე, შვანის უჯრედისა და ფიბრობლასტისგან- კეთილთვისებიანი სიმსივნეები),
-პლექსიფორმული ნეიროფიბრომები
-მხედველობის ნერვის სიმსივნე (ოპტიკური გლიომა)- პროპტოზი
-ლიშის კვანძები (თვალის ფერადი გარსის ჰამარტომა, ჰამარტომები),
-კროუს ნიშანი (იღლიის პიგმენტაცია)
-სოლისებრი ძვლის ფრთების დისპლაზია (ეგზოფთალმი), ფსევდართროზი (ცრუსახსარი, ფსევდოსახსარი), კიფოსკოლიოზი (კიფოსქოლიოზი);
-ფეოქრომოციტომა, თირკმლის არტერიის სტენოზი
-ნეიროფიბროსარკომა ანუ ავთვისებიანი შვანომა
-რაბდომიოსარკომა ხდება.
დიფერენცირება: ლეგიუსის სინდრომი, ბრუკ-სფიგლერის სინდრომი (ტრიქოეპითელიომა, ცილინდრომა, სპირადენომა), მაკკიუნ-ოლბრაითის სინდრომი.
- იუვენილური მიელომონოციტური ლეიკემია.
- თანდაყოლილი ჰიდროცეფალია და ზურგის ტვინის თიაქარი (სპინა ბიფიდა).
- ერდჰეიმ-ჩესტერის დაავადება
ნეიროფიბრომატოზული ელეფანტიაზი (გასპილოვნება). თავის ტვინის სიმსივნეები აქ: ასტროციტომა, მენინგომა, ეპენდიმომა. ზოგიერთს აქვს სირინგომიელიაც (სირინქსი) და ეპილეფსია (ეპილეფსიური გულყრები).
სეგმენტური ან რეგიონული ნეიროფიბრომატოზი (მოზაიკური ფორმა).
მემკვიდრული დაავადებები (გენეტიკური დაავადებები), რომელთაც რძიანი ყავისფერი ლაქები ახლავთ: მაკუნ-ოლბრაითის სინდრომი; ლეგიუსის სინდრომი; ტუბეროზული სკლეროზი; ფანკონის ანემია; ლუი-ბარის სინდრომი; ბლუმის სინდრომი; ბაზალურუჯრედოვანი ნევუსის სინდრომი; ჩედიაკ-ჰიგაშის სინდრომი; გოშეს დაავადება; ნუნანის სინდრომი; რასელ-სილვერის სინდრომი; ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი; ვატსონის სინდრომი; ჰანტერის სინდრომი;მაფუცის სინდრომი; მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია IIb.