Wednesday, 17 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

დერმატოლოგია- კაპოშის სარკომა (აივ-ინფექცია,შიდსი) / dermatologia- kaposhis sarkoma (shidsi)

დერმატოლოგია- კაპოშის სარკომა (აივ-ინფექცია,შიდსი) / dermatologia- kaposhis sarkoma (shidsi)У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დერმატოლოგია/ონკოლოგია კაპოშის სარკომა- კანისა და ლორწოვანი გარსების ავთვისებიანი სიმსივნეა სისხლძარღვოვანი გენეზის (ანგიოენდოთელიომა). სინონიმები (კანის დაავადებები): კაპოშის ანგიოსარკომა; კაპოშის ანგიომატოზი; კაპოშის ანგიოსარკომატოზი; კაპოშის ჰემანგიოსარკომა; მრავლობითი ჰემორაგიული სარკომატოზი; კაპოშის ტელეანგიექტაზიური ფსევდოსარკომა. ფორმები: კლასიკური, იდიოპათური; იმუნოსუპრესიული, იატროგენული (თირკმლის ტრანსპლანტაციასთან ასოცირებული იმუნოდეფიციტისას); ენდემური ეპიდემიური (აივ-ინფექციასთან, შიდსთან დაკავშირებული. ძირითადად ავადდებიან: მოხუცები, ჰომოსექსუალები (ჰომოსექსუალური მამაკაცები), ტრანსპლანტანტის რეციპიენტები. გამომწვევი: ადამიანის გამა-ჰერპესვირუსი მე-8 ტიპის. ძირითადად ზიანდება: კანი (ქვედა კიდურები), ლორწოვანი გარსები (პირის ღრუს), კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და სასუნთქი სისტემა. დიფერენციულო დიაგნოსტიკა კანის სხვა დაავადებებთან: მრავალუჯრედოვანი ანგიომა; თრომბოზირებული ანგიომა; ტელეანგიექტაზიური გრანულომა; ანგიოკერატომა; ანგიოსარკომა; ბაცილური ეპითელოიდური ანგიომატოზი ჰისტიოციტომა; დერმული ნევუსები; დერმული ლიმფომები; მელანომები; პიგმენტირებული ბაზალიომები; აკროანგიოდერმატიდები. ასოცირებული სიმსივნეებია: ჰოჯკინის ლიმფომა; ლიმფოსარკომა; ლიმფოლეიკოზი; მიელოლეიკოზი; მიელომური დაავადება. სისხლძარღვოვანი სიმსივნე, ახასიათებს: ლაქები(ლაქა), პაპულები (პაპულა), კვანძები (კვანძები, ნოდულები), ბალთები (ბალთა), წყლულები (წყლული), ფეხების, ხელების, სასქესო ორგანოების შეშუპება (ლიმფოსტაზი, ლიმფედემა). კებნერის ფენომენი, კანის იზომორფული რეაქცია. ჰისტოპათოლოგიით: თითისტარა (თითისტარისებრი) უჯრედები.
Мой аккаунт