Sunday, 21 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მიხეილ მინდაძის ისტორია - ჭონქაძის 12

მიხეილ მინდაძის ისტორია - ჭონქაძის 12У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
მიხეილ მინდაძე მოგვითხრობს ისტორიას ჭონქაძის 12-ის და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ სახლში ცხოვრობდნენ ან ბედმა ამ სახლს დააკავშირა. ჭონქაძის 12-ში მდგარი სახლი 1914 წელს აშენდა და საკუთარი სილამაზით და დახვეწილობით ყოველთვის გამოირჩეოდა. სახლი თავდაპირველად მეთამბაქოვე ბოზარჯიანცის ცოლს ეკუთვნოდა, რომელთა ოჯახმაც თბილისი ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე დატოვა. სახლში 1921 წლიდან, გარკვეული დროით, კომუნისტური პარტიის ელიტის წარმომადგენლები - ლავრენტი ბერია, ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი და სვიმონ ჯუღელი ცხოვრობდა. მიხეილ მინდაძე საუბრობს საკუთარი ბებიისა და ბაბუის - ნინა საბახტარაშვილის და სიმონ ჯუღელის - და ასევე საკუთარი მშობლების ისტორიაზე. 1935 წელს გავრცელებული ოფიციალური ცნობის მიხედვით სიმონ ჯუღელი მოიწამლა და გარდაიცვალა. 1937 წელს მისი მეუღლე ტროცკისტად შერაცხეს და მალე სიცოცხლეს გამოასალმეს.
Мой аккаунт