У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
კობა სუბელიანი სენაკში, ახალგადაცემულ სახლში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ზაურ სონგულიას 8 სულიან ოჯახს ესტუმრა და ახალმოსახლეობა მიულოცა.
სონგულიების ოჯახი, 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად 1993 წლიდან სენაკის ავარიულ კომპაქტურ ობიექტში - „აისში" მძიმე პირობებში ცხოვრობდა. 19 წლის შემდეგ კი მათ საკუთარი სახლი აქვთ, სადაც აფხაზეთში დაბრუნებამდე ღირსეულად შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებასა და შემოსავლის წყაროს გაუმჯობესებას.