У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ინციდენტი მოხდა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე. სამი წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა.
არასრულწლოვანი, მშობლებთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა. მან ლიფტის კარი შემთხვევით გააღო და გადავარდა.
მეზობლების ინფორმაციით, კარი დიდი ხნის დაზიანებულია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ იმავე ოჯახის წევრი შემთხვევით გადაურჩა.
არასრულწლოვანი ბავშვთა საავადმყოფოში რჩება. მას დაჟეჟილობა და სხვადასხვა სახის მოტეხელილობები აღენიშნება.