Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

კონსტანტინე სურგულაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

კონსტანტინე სურგულაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება.У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე ვიზიტით ლონდონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, 6 მარტს გაიმართა შეხვედრა ბრიტანულ ბიბლიოთეკაში კოლექციების დირექტორთან კაროლინ ბრაზიერსა და ხელოვნებისა და მეცნიერებების განყოფილების ხელმძღვანელთან კრისტიან იენსენთან. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, ხელი მოეწერა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საბჭოს შორის ურთიერთგაგების განახლებულ მემორანდუმს და, ასევე, გაციფრების ლიცენზიის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიბლიოთეკაში დაცული 9 ქართული ხელნაწერის გაციფრება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის იერუსალმის ჯვრის მონასტერში იოვანე შავის (შავ იოვანე) მიერ შესრულებული XI საუკუნის ქართული ხელნაწერი, რომელიც ასახავს პალესტინასა და აფრიკაში მოღვაწე წმინდა მამების ცხოვრებას, ასევე წმინდა ანტონი დიდის ცხოვრებას, რომლის ავტორი არის ათანასე, ალექსანდრიის პატრიარქი. გაციფრებულ ხელნაწერებსა და წიგნებს შორის ასევე არის გალობათა (დაუჟდომლების) წიგნი (XIII-XIV საუკუნეები), ფსალმუნები (XVI საუკუნე), ლოცვანი (XVII საუკუნე) და სხვა. ხელნაწერების გაციფრებული ვერსია ქართულ მხარეს უახლოეს მომავალში გადაეცემა. სახელმწიფო მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება დიდ ბრიტანეთში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
Мой аккаунт