„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ -მა, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ მხარდაჭერით პროექტის დასკვნით-შემაჯამებელ შეხვედრა გამართა. პროექტის სახელწოდებაა: „თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი“. ეს თემა, მოიცავს ამავე პროფილის ქვეთემებსაც: „თავისუფლებისა და ეკონომიკური თავისუფლების როლი ეკონომიკურ პოლიტიკაში“; „კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი“; „კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლების დონე საქართველოში“; „ეკონომიკური თავისუფლება - გლობალური კრიზისიდან ლოკალურ წარმატებამდე“; „ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსები“; „კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლება“. აღნიშნული პროექტის დასკვნით - შემაჯამებელ საღამოზე მოხსენებებით გამოვლენ: „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტი, ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი, ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია. მოწვეული მომხსენებლები: იოსებ ბაჩიაშვილი - „საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის“ პრეზიდენტის მოადგილე და ვანო ჩხაიძე - ეკონომისტი, საინვესტიციო კომპანია „ვ და გო“ - ს პრეზიდენტი.
„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ -მა, ლექციების კურსი წარმატებით წაიკითხეს შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თ ს უ, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტეში, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში და აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში. სტუდენტებს, გადასცეს სართიფიკატები და კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობაც მისცეს.