Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

„დაბრუნება"- ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით ზუგდიდის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

„დაბრუნება"- ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით ზუგდიდის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ნოდარ დუმბაძის გმირები რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ გააცოცხლა. სპექტაკლზე მუშაობა ერთი თვის წინ დაიწყო. ნ.დუმბაძის რომანის „მარადისობის კანონი", მოთხრობების „სისხლი" და „ძაღლი" მიხედვით შექმნილ ინსცენირებაზე „დაბრუნება" თეატრში პრემიერა იმართება. სცენაზე ქართული სოფელი განიცდება როგორც სიცოცხლის სიხარულისა და თვითცხოვრების სიმბოლო. ნოდარ დუმბაძის ბებია კი ისევ განუმეორებელი სითბოთი და სიყვარულით ავსებს მაყურებელს.გურული იუმორით სავსე ნოდარ დუმბაძის ხასიათი განსხვავებული რაკურსით, ტკივილითა და სევდით დატვირთული ისტორიები მთავარ გმირს მაყურებლამდე შინაგანი ემოციებით და სიდარბაისლით აღსავსეს მიაქვს. მოწვეული რეჟისორი ამბობს, რომ დასთან მუშაობა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, ერთგავრი გამოცდილება, რომლითაც შეძლო ნოდარ დუმბაძის თეატრალური ფენომენი კიდევ ერთხელ დაენახებინა მაყურებლისთვის. განცდა, რომელიც წიგნის წაკითხვის დროს დუმბაძის გმირებთან გეუფლება, ორმაგად მძაფრდება სპექტაკლის ნახვისას. მსახიობებმა დუმბაძის გმირების პირადი ტკივილი ზუსტად ისეთივე გრძნობით მოიტანეს მაყურებლამდე, როგორადაც ავტორი მას აღწერს.. სპექტაკლმა თავისი სათქმელი თქვა, დარბაზი ტიროდა... მაყურებელმა იგრძნო რომ იუმორით სავსე მწერლის გმირებშიც კი დიდია ტკივილი და ეს ტკივილი გიჩვენებს თუ როგორ უნდა შეისწავლო და შეიცნო ახალი სამყარო, სამყარო, რომელსაც წუთისოფელი ქვია...
Мой аккаунт