კრემლის დახმარება ოპოზიციას თბილისის ომის დროს (26.12.1991წ)
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
კადრებში კარგად ჩანს მთავრობის სახლთან მოკლული რუსი სპეცნაზელი, რომელიც სხვა რუს სამხედროებთან ერთად "ბრონე-ტრანსპორტიორში" ე. წ. "ბტრ-ში" იჯდა, დანარჩენ ეკიპაჟის წევრებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაჭრილა გაქცევით უშველიათ თავი. ასე ცოცხალი ძალით, სამხედრო ტეხნიკით და სამხედრო შეიარაღებით ეხმარებოდა კრემლი და კერძოდ ამიერ-კავკასიის სამხედრო შტაბი კიტოვანი-სიგუას სამხედრო ფორმირებებს და ოპოზიციას მთლიანობაში. აგრეთვე დიდი ფული იქნა გადახდილი ზვიად გამსახურდიას ზოგიერთი მაღალჩინოსანის მოსყიდვაში. როგორც რუსმა დემოკრატმა უფლება დამცველმა იური აფანასიევმა მოსკოვში განაცხადა, კრემლს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა 65 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. ამას კიდევ დაუმატეთ კრემლის დახმარება როგორც ფულადი ისე სამხედრო ტეხნიკით და ცოცხალი ძალით დასავლეთ საქართველოში შემდგომ განვითარებულ მოვლენებში. აფხაზეთის დაკარგვის შემდგომ, სადაც რუსმა სამხედროებმა და სეპარატისტებმა ქართველების სისხლი ღვარეს, შემდგომ ამისა კრემლი შევარდნაძეს დაეხმარა ხელისუფლების შენარჩუნებაში, როგორც ცოცხალი ძალით ისე სამხედრო ტეხნიკით. აგრეთვე ადმირალ ბალტინის ფლოტმა დიდი როლი ითამაშა სამოქალაქო ომის ბედის გადაწყვეტაში.