Tuesday, 23 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ივანიშვილმა ''შუახევჰესი''-ის მშენებლობის გახსნას დაესწრო

ივანიშვილმა ''შუახევჰესი''-ის მშენებლობის გახსნას დაესწროУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
პრემიერ-მინისტრს პატრიარქის მეშვეობით, ორი ჰესის აშენებაზე უარის თქმა სთხოვეს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა შუახევში განაცხადა, სადაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მისი თქმით, საუბარია "ხუდონჰესსა" და ხთის ხეობაში დაგეგმილ მშენებლობაზე. "პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ორ ადგილზე ჰესი არ აგვეშენებინა -- ხთის ხეობაში, სადაც თურმე ხეობას წყალი დააკლდება და მეორე თხოვნა იყო "ხუდონჰესზე", სადაც წყალი მოემატება. მე ვთხოვე პატრიარქს, ამ პროექტებისთვის მხარი დაეჭირა და მისმა უწმინდესობამ კარგად გაიგო, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველია. აუცილებლად უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამომუშავდეს მეტი ელექტროენერგია. ეს შექმნის საფუძველს, დაფუძნდეს მრავალი ტიპის საწარმო. ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს სჭირდება ენერგია და ეს უნდა გავაცნობიეროთ", - განაცხადა პრემიერმა. ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, "ხუდონჰესის" მშენებლობის პროექტი ხვალ ადგილობრივ გამგეობაში განიხილება. შესაბამისად, პრემიერმა სვანებს მიმართა, საკითხს გაგებით მოეკიდონ.
Мой аккаунт