Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ირაკლი ჩარკვიანის ახალი უნიკალური CD ალბომი

ირაკლი ჩარკვიანის ახალი უნიკალური CD ალბომიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
21 მარტს, გაიმართა პრესკონფერენცია - ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებისაგან შემდგარი CD ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით. CD ალბომი სახელწოდებით „The best of KING" გააერთიანებს ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებს, ალბომში შევა მუსიკოსის ყველა დროის 12 ჰიტი. მუსიკალურ ალბომს თანდართული ექნება მინი კატალოგი, რომელიც მოიცავს ირაკლი ჩარკვიანის მოღვაწეობის განმავლობაში გადაღებულ ექსკლუზიურ ფოტოებს, ჩანაწერებსა და საუკეთესო ლექსებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუსიკალური ნაწარმოებების დასუფთავება და ალბომის დიზაინის კონცეფციის დამუშავება. პროექტზე მუშაობა სავარაუდოდ ერთ თვეში დასრულდება და ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერების კრებულის შეძენა ყველა მსურველს "ბრავო რექორდსის" სადისტრიბუციო ქსელში შეეძლება. პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე - ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი - მარინა ბერიძე , "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია, გელა ჩარკვიანი და ქეთათო ჩარკვიანი. პროექტის მხარდამჭერია - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; პროექტის სპონსორები - პე-ეს-პე და კავკასუს ონლაინი; პროექტის ოფიციალური მზღვეველი - სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფი". http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.youtube.com/user/culturegovge http://www.flickr.com/photos/culturegovge/ http://www.myvideo.ge/?user_id=855045
Мой аккаунт