საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნება ქართველ კომპოზიტორის, სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის ალექსი მაჭავარიანის 100 წლის იუბილე.
2013 წელს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის დაბადებიდან 100 წელი სრულდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილია კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები ლადო ათანელი, ნინო სურგულაძე, სოფო გორდელაძე და თეონა ჯიბლაძე. ასევე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და თბილისის ,,სინფონიეტა''. კონცერტებს უდირიჟორებს ვახტანგ მაჭავარიანი.
კონცერტები გაიმართება:
15 სექტემბერი, 19:00 საათი - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი.
23 სექტემბერი, 19:00 საათი- თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზში.
30 სექტემბერი, 19 საათი - რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://www.youtube.com/user/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.flickr.com/photos/culturegovge/
http://www.myvideo.ge/?user_id=855045