Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

გურამ ოდიშარია ფილმის „შინდისის გმირები" იდეის ავტორსა და რეჟისორს ედმონ მინაშვილს შეხვდა.

გურამ ოდიშარია ფილმის „შინდისის გმირები" იდეის ავტორსა და რეჟისორს ედმონ მინაშვილს შეხვდა.У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან გრძელდება. „სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან" - პროექტის მიზანია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერის შედეგად განხორციელებული ღონისძიებების ერთგვარი ანგარიში, მიღწეული წარმატებების აღნიშვნა და ფართო საზოგადოების ინფორმირება. შემდეგი პროექტი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „შინდისის გმირების " გადაღებაა. 11 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ფილმის „შინდისის გმირები" იდეის ავტორსა და რეჟისორს ედმონ მინაშვილს შეხვდა. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „შინდისის გმირები" ასახავს გორის რაიონის სოფელ შინდისში მომხდარ 17 ჯარისკაცის გმირობის ისტორიას, რომლებიც 11 აგვისტოს მოვალეობის შესრულების შემდეგ დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდნენ. რუსეთის არმიასთან ბრძოლაში ჩვიდმეტივე ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა. მათ ერთი საათის განმავლობაში ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის ბატალიონს და სხვა ქართველი ჯარისკაცების გადარჩენა შეძლეს. ფილმის შემოქმედებით ჯგუფს შორის არიან: დამდგმელი რეჟისორები - ედმონდ მინაშვილი და ზურა პოპიაშვილი; ფილმის კონსულტანტი რეზო ჩხეიძე; სცენარის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილი; მუსიკა - პირველი ნაწილი გია ყანჩელი, მეორე ნაწილი - ნიაზ დიასამიძე და ა.შ. ოქტომბრის ბოლოს ფილმი „შინდისის გმირები" საქართველოს ყველა კინოთეატრში იქნება ნაჩვენები. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.youtube.com/user/culturegovge http://www.flickr.com/photos/culturegovge/ http://www.myvideo.ge/?user_id=855045
Мой аккаунт