ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით, გაიმართა კონკურსი, რომლის შედეგად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები, მაგისტრები და ღვინის სპეციალისტები: გიორგი სამანიშვილი (ჟიურის თავმჯდომარე - ღვინის ექსპერტი), გიორგი თევზაძე (ღვინის ეროცნული სააგენტო), სარა ებოტი (ღვინის მაგისტრი-ინგლისი), ლიზა გრანიკი (ღვინის მაგისტრი - აშშ), ფელისიტი კარტესი (ღვინის მაგისტრი - ავსტრალია) და ანტონ მოისეენკო (ღვინის ექსპერტი, ჟურნალისტი - რუსეთი).
წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ისე ფერმერული გაერთიანებების და გლეხური მეურნეობის 77 სახეობის ღვინო. კონკურზე საკუთარი პროდუქცია წარადგინეს კომპანიებმა: ,,ხარება" , ,,ერისთავი", ,,მონონასტრის ნობათი" , ,,ქიმერიონი" , ,,კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", ,,თბილღვინო", ,,შუმი", ,,ბესინი", ,,ბადაგონი", ,, ლუკას", ,,ვაინმენი", ,, ქორპორაცია ქართული ღვინო", ,,ტყუპების მარანი", ,,წინანდლის ძველი მარანი", ,,ვაზი+", ,,უსახელაურის მეღვინეობა", ,,უსახელაური 1943", ,,ბაბანეური", ,,გოცაძე", ,,გერთიანება" ,,თემი" , ,,დუგლაძე", ,,ოჯიოს მარანი", ,,იბერიელი", ,,შაუბი" და ცალკეული გლეხების პროდუქცია.
კვალიფიციურმა ჟიურიმ 8 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში დახურული კონკურსის სახით დეგუსტაციითა და სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით, საუკეთესო ღვინოები გამოავლინეს.