ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით, გაიმართა კონკურსი, რომლის შედეგად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები, მაგისტრები და ღვინის სპეციალისტები: გიორგი სამანიშვილი (ჟიურის თავმჯდომარე - ღვინის ექსპერტი), გიორგი თევზაძე (ღვინის ეროცნული სააგენტო), სარა ებოტი (ღვინის მაგისტრი-ინგლისი), ლიზა გრანიკი (ღვინის მაგისტრი - აშშ), ფელისიტი კარტესი (ღვინის მაგისტრი - ავსტრალია) და ანტონ მოისეენკო (ღვინის ექსპერტი, ჟურნალისტი - რუსეთი).
თეთრი მშრალი ღვინის კატეგორიაში ოქროს მედალი გადაეცა: ,,თბილღვინოს" - ქვევრის ღვინოს (ქვევრი), ,,ვაზი +" - რქაწითელი (ქვევრი). ვერცხლის მედლები დაიმსახურეს კომპანიებმა: ,,ვაზი +"- ქისი (ქვევრი), ,,ბადაგონი" - ალავერდის ტრადიციული (ქვევრი), ,,გაერთიანება თემი" - რქაწითელი (ქვევრი), ,,ქიმერიონი" - მარულა, ,,მეღვინეობა ხარება" - რქაწითელი და ,,კახეთის ტრადიციული მეღვინეობა" - ჩინური.
წითელი მშრალი ღვინის კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: ,,მონასტრის ნობათი" - საფერავი, ,,თვილღვინო" - საფერავი, ,,კახეთის ტრადიციული მეღვინეობა" - საფერავი, ,,შუმი" - შუმი, ,,ლუკას" - საფერავი, ,,მეღვინეობა ხარება" - ხარება, ,,ვაზი +" - საფერავი (ქვევრი), ,,გოცას ოკახური ღვინო" - საფერავი (ქვევრი).
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინის კატეგორიაში ოქროს მედალი გადაეცა: ,,კორპორაცია ქართული ღვინო" - ქინძმარაული. ვერცხლის მედლები დაიმსახურეს კომპანიებმა: ,,თბილღვინო" - ქინძმარაული, ,,ვაინმენი" - ქინძმარაული, ,,შუმი" - ქინძმარაული, ,,წინანდლის ძველი მარანი" - ხვანჭკარა, ,,კახეთის ტრადიციული მეღვინეობა" - მუსკატი, ,,დუგლაძის ღვინის კომპანია" - ქინძმარაული.