22 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის სანქტ-პეტერბურგში გასტროლის შემაჯამებელი ანგარიში.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მოწვეული სტუმრები და გრიბოედოვის თეატრის წარმომადგენლები.
ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიურმა რუსულმა დრამატულმა თეატრმა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო მე-15 საიუბილეო დსთ-ს და ბალტიის ქვეყნების რუსული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე "შეხვედრები რუსეთში".
12 აპრილს თბილისურმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლი "ფეხმარდი. ცხენის ამბავი" («Холстомер. История лошади») ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი. სცენოგრაფია-- მირიან შველიძე, კომპოზიტორი -- ზაზა კორინთელი (ზუმბა).
სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები -- ლიუდმილა მღებრიშვილი (საქართველოს დამსახურებული არტისტი). აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ოლეგ მჭედლიშვილი, ლაშა გურგენიძე, ვანო ქურასბედიანი, სოფიო ლომჭარია, სანდრო მარგალიტაშვილი, მარიამ კიტია, მიხეილ არჯევანიძე, დიმიტრი მერაბიშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ანა არუთუნიანი, ვასილ გაბაშვილი, ნინო კალატოზიშვილი, მედეა მუმლაძე, ნინო ნინიძე, ალექსანდრე ლუბინეცი, ნანა დარჩიაშვილი, ალა მამონტოვა,
ფესტივალის ორგანიზატორები არიან რუსეთის კულტურის სამინისტრო, თეატრალური შემოქმედთა კავშირი, სანქტ-პეტერბურგის კულტურის კომიტეტი, საერთაშორისო ბალტიის საფესტივალო ცენტრი და თეატრი-ფესტივალი "ბალტიური სახლი".
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
http://www.youtube.com/user/culturegovge
http://www.flickr.com/photos/culturegovge/
http://www.myvideo.ge/?user_id=855045