Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

გიო არაბული (შატილობა 2013)

გიო არაბული (შატილობა 2013)У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
შიში ვერ მოვიკალით ცოდვიანი ზვავების, მაინც ზვავზე ვიდექით, თან ფანდური გვეჭირა, ჩვენ გავუშვით არწივი და დავხოცეთ სვავები, სალოცავში მიგვყავდა კურეტი და ჭედილა. ცაში გვერგო სიცოცხლე; ნასახლარებს ატყვია, ჩვენი საჯილდაო და პაპაჩვენის ისრები. ჩვენ გარშემო რაც დაქრის, რისი შუქიც გვარტყია, მხოლოდ ჩვენი დარდია, მხოლოდ ჩვენი ფიქრები. ზმანებებში სოფელი, როგორც ეიფერია. სოფელში კი მიგველის ნასახლარი დაშლილი, ჩვენი ჯაბუშანური ჩვენთვის ყველაფერია, ჩვენთვის ყველაფერია ლუკა რაზიკაშვილი. ასდის ჭალას ალმური, ისევ ქარტეხილები, მთაში მივალთ ზეცისკენ, ირგვლივ შავი ნისლია, ძვლები დამტვრეულები, გზები ჩატეხილები. თითქოს ციდან ვარსკვლავებს რიგრიგობით ისვრიან, ტყდება ღამე ფიქრები, ფიქრს ჭინკები ავსებენ.. ვგრძნობ რომ დაგვიწუნებენ ლექსებს ძველი სტილისთვის, ჩვენ კოპალა ვიწამეთ წარმართული არსება, აქ კი დავწანწალებთ და ძმად გვყავს მხოლოდ თბილისი, საფლავებზე ვათენებთ, ლადოს საფლავს დავეძებთ; პანთეონში ჩრდილები თამაშობენ მოწყენით, წერს დაქანცულ სხეულზე და გადაღლილ ღამეზე, მერე როგორც გრანელი მიწას ისე მოვწყდებით, წუხელ მთავრე გვეზმანა, მორკალური საყურე, ტანს მივითრევთ წანწალით კიდევ დავიბადებით. გამხმარ ლექსებს გაცვეთილს, ძუ მგელივით ვაყმუვლებთ ვიღვიძებთ და თამამად სიცოცხლეში ვსახლდებით. დავიბადეთ სოფელში, სადაც პაპა გველოდა, მას ხომ ჩვენი იმედი სიკვდილამდე ჰქონია, ხოლო ჩვენი ლექსები?-- განწირული, მედროვე, თითქოს აბსურდულია, თითქოს მონაგონია. ადრე თქვენზე ვწერდით და ვღრუბლობდით და ვნისლობდით; დღეს შეგვიჩნდა ეშმაკი, სულის მოგვდო სახადი გვინდა ისე წავიდეთ, თქვენ არ გვითხრათ მშვიდოვბით, გვითხრათ,მხოლოდ გვიყვარხართ მადლობა და ნახვამდის...
Мой аккаунт