წუხელ, ჩემს ქალაქში, ზეცა შეიშალა!
წვიმა დადიოდა ადამიანივით,
თითქოს მკვლელი იყო და ხალხს იტაცებდა,
მე კი ვლოცულობდი გადარჩენილივით....
იყო უფლის ნება, მჯერა ტირილამდე!
მაგრამ თვალებიდან ვეღარ ამოფრინდა,
როგორ განადგურდა წლობით ნაშენები,
თითქოს ჭრილობიდან სისხლი წამოვიდა
!
წუხელ, ჩვენს ქალაქში, სიკვდილს არ ეძინა,
ყველას გვიყურებდა, თვალებს ვარიდებდით,
ზოგმა მოახერხა, ზურგი შეაქცია,
ზოგმა შველა გვთხოვა გადარეულივით!,
წვიმა არ წყდებოდა,ზეცა ამატებდა,
ჩვენი ცრემლებიც კი წვიმას წააგავდა,
თითქოს არსად იყო,ღმერთო- გასაქცევი,
მიწა დაგვცინოდა და სად დაგვმალავდა..
?
თითქოს ჩაყლაპაო ხალხის ნაკვალევი,
ცოცხალს არ ჩიოდნენ,მკვდარი გვანახეთო,
შავად შეიმოსა მთელი საქართველო,
დედა გაჰყვიროდა შვილი წამართვესო!
რა დღე გათენდა და რა დღე დაგვიღამდა,
ზოგი ხელმეორედ თითქოს დაიბადა,
საფრთხე არ წავიდა ახლაც ქუჩებიდან,
და ჩვენს სიახლოვეს მგონი დაბინავდა!
ღმერთო გვაკმარე და იქნებ გამოვფხიზლდეთ,
ჩვენი ცოდვებისთვის უკვე დავისაჯეთ,
მთელმა საქართველომ ჭირი აღარ ნახოს.
ისე გათენდეს და ისე დაგვიღამდეს.......
,,,,,,
ანი ნოზაძე
13.06.15