Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

,,ვწერ და გიბრუნდებით,ცოდვილი, ამ ლექსით...”

,,ვწერ და გიბრუნდებით,ცოდვილი, ამ ლექსით...”У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
,,ვწერ და გიბრუნდებით,ცოდვილი, ამ ლექსით...”(დავით ბაზუაშვილი) ისევ წვიმიანი,ისევ ქარიანი, ხალისდაკარგული ჩემი გაზაფხული, თოვლი კი გამდნარა,მაგრამ სიცივეა, თითქოს ზამთარია,ჯერ ვერგარდასული. მხოლოდ მოგონება,ისევ სევდიანი, მხოლოდ ოცნებები,აწმყოს მოწყვეტილი, დროში დაკარგული,თან უკვე გვიანი, როგორც არითმია და მაინც წყვეტილი. ჩემი სასოება, კვლავაც ,მხოლოდ შენ ხარ, და შენც განმაახლებ,უკვე მერამდენედ, ცრუ და სუსტი რომ ვარ,ვიცი,გებრალები, გინდა შემეწიო,მე,რომ ვერ განვდევნე. ძალზედ ძლიერია,ადვილად მამარცხებს, თუ, მე მეჩვენება,ან იქნებ, არც ვებრძვი, ან კიდევ ამ სოფლის ათასგავარ ბრჭყვიალებს, მთავაზობს,ვიღებ და უარიც, ჯერ ვერ ვთქვი. შენ კი,მომიწოდებ,ტირი, მელოდები, სუფთა ადგილს ეძებ,ჩემში რომ დასახლდე, იყო მონანულში,როგორც კარისკაცად, მას რომ წამართვა და მხოლოდ შენი გავხდე. რაო? ნაკადული?წვეთიც კი არ მოდის, პირუტყვს უფრო ვგავარ,გრძნობების გარეშე, ხატება დავკარგე,არ მახსოვს თან ,როდის, უიმისობა კი,თანდათან მალეშებს. დღეს ხომ, ხარებაა,მთელი სამყაროსი, კიბე ჩამოგვეშა ცაზედ ასასვლელი, პირველ საფეხურზე თავად დაგვაყენე, დღემდე გზა არ გვქონდა,შენთან მოსასვლელი. აკი, ამიტომაც განკაცდი მიწად და, ხორცი შეიმოსე,ხორცის შემქმენელო, დედის მეოხებით ცოდვილთა ვედრების, უარის ვერმთქმელო,და მსწრაფლშემსმენელო. იცი,მომენტრე,შენ,ტკბილო იესო, კიდევ ,ყოვლადწმინდა,თავისი ალერსით, ეხლა ცრემლი მომდის,მეც რომ გამახარეთ, ვწერ და გიბრუნდებით,ცოდვილი, ამ ლექსით... 20:07 06.04.2011 წ. (ხარება)
Мой аккаунт