ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლებას ნეოფაშისტური რეჟიმი უწოდა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ხმაურიანი დებატები ახალი მთავრობის ფორმირებამდე. ნდობის გამოცხადებამდე პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ. განსაკუთრებით მწვავე საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრა აღმოჩნდა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მომავალ პრემიერ-მინისტრს შორის რამდენიმე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ირაკლი ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლებას ნეოფაშისტური რეჟიმი უწოდა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. გამოსვლის დროს უმცირესობის წევრებმა პრემიერობის კანდიდატი ნეპოტიზმში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. ღარიბაშვილსა და მის გუნდს საკანონმდებლო ორგანომ ნდობა ხვალ რიგგარეშე სესიაზე უნდა გამოუცხადოს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერას არ აპირებს.
ქეთი ქარდავა გვერთვება პარლამენტიდან, სადაც ამ წუთებში მინისტრობის კანდიდატები მმართველ გუნდს ხვდებიან.
როგორ ჩაიარა უმცირესობასთან შეხვედრამ და რა განცხადებები კეთდება ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ?