გამჭირვალობის კვლევა 19.10.2011
დაუსვი კითხვები მთავრობას. ამ სათაურით სპეციალური ანგარიში სამართლისა და დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრმა მოამზადა. პროექტში ცნობილი საერთაშორისო ექპერტები მონაწილეობდნენ. პროექტის მიზანს მსოფლიოს 80-ც ქვეყანაში დემოკრატიული და სოციალური განვითარების მაჩვენებლების შესწავლა წარმოადგენდა, რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოებას მთავრობისთვის 6-ი კითხვის დასმის საშუალება მიეცა. დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად სამინისტროებსა და ოფიციალურ უწყებებს 62-ი კალენდარული დღე მიეცათ, საქართველომ პასუხი დასმულ კითხვებს 11-ტ დღეში გასცა, სომხეთმა-13-ში, ფილიპინებმა 15-ში, მონტენეგრომ 19-ში, რუმინეთმა და გერმანიამ 27-ში, კანადამ და მოლდოვამ კი 30-ში. 30-თ დღეზე მეტი დასჭირდათ ბულგარეთს, კოლუმბიას, ყაზახეთს და სხვა ქვეყნებს. ზოგიერთმა ქვეყანამ კი მიცემულ ვადაში პასუხების გაცემა ვერ შეძლო. დასკვნის მიხედვით, საქართველო კორუფციის თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო, რომელმაც კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესს მიაღწია. დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, საქართველოს ისეთი მდრადი დემოკრატიის ქვეყნების შემდეგ დგას, როგორიცაა შეერთებული შტატები, ნორვეგია, საფრანგეთი, კანადა, ახალი ზელანდია, იტალია და პორტუგალია.