უკვე ხვალიდან აღსრულების ეროვნული ბიურო ახალ სერვისს იწყებს. თუკი მაგალითად დაყადაღებული ქონება შეიძინეთ და ყოფილი მეპატრონე პრობლემას გიქმნით, აღსრულების ბიურო გთავაზობთ, გამოიძახოთ აგენტი, რომელიც მომხდარს დაგიდასტურებთ, შეადგენს აქტს და სასამართლოშიც მოწმედ დაგიდგებთ. იგივე ვრცელდება ყველა სხვა შემთხვევაზე, როდესაც ფაქტის დოკუმენტირებაა საჭირო, საგზაო შემთხვევა მაგალითად ან მდგმურის მიერ ქონების დაზიანება. აღსრულების ბიუროს წარმომადგენლის, მირანდა გოგლიძის განცხადებით, ფაქტების კონსტანტაცია არის თვისობრივად ახალი სერვისი ქართული საზოგადოებისთვის. ის უკვე ხვალიდან იქნება ხელმისაწვდომი. ის სთავაზობს ნებისმიერ პირს, მიიღოს მტკიცებულება იმ ფაქტის შესახებ, რომელიც მისთვის საინტერესოდ ჩაითვალა. თუ მომხმარებელი ისარეგებლებს ფაქტების კონსტანტაცის სერვისით გაქირავებამდე, ნივთის დაზიანების შემთხვევში მას უკვე ექნება დოკუმენტალური მტკიცებულება იმისთვის, რომ მოითხოვოს კომპენსაცია.