საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ქართველი პიანისტის, ჯულიარდის სკოლის წარმატებული მოსწავლის დავით ალადაშვილის ტურნე. პიანისტმა ნ.სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს მასტერკლასი უკვე ჩაუტარა.
ტურნეს ფარგლებში მეორე მასტერკლასი დაგეგმილია 22 ივნისს, 12:00 საათზე, რუსთავის მესამე მუსიკალურ სკოლაში. მასტერკლასი ასევე გაიმართება გორში, 29 ივნისს, 14:00 საათზე ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივ კოლეჯში. ტურნეს ფარგლებში 2 ივლისს, 19:00 საათზე, ბათუმის სამუსიკო ცენტრში გაიმართება დავით ალადაშვილის კონცერტი. მუსიკოსის ტურნე დასრულდება პიანისტის კონცერტით, 5 ივლისს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში.
პროექტის მიზანია რეგიონების მუსიკალურ სასწავლებლებში პროფესიული დონის ამაღლება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ წარმატებული ცნობილი ქართველი მუსიკოსების ტურნეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტის ფარგლებში მუსიკოსები კონცერტების გარდა, სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებს მასტერკლასებსაც ჩაუტარებენ.
web-page: http://www.mcs.gov.ge
faceebook: http://www.facebook.com/culturegovge
twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge
youtube: http://www.youtube.com/user/culturegovge
flickr: http://www.flickr.com/photos/culturegovge/
myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045