12 აპრილს, 19:00 საათზე, გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად, „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" ინიციატივით, სამეფო უბნის თეატრში გაიმართება პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამი თაობის ქართველი პოეტები: ჯანსუღ ჩარკვიანი, ვახტანგ ჯავახაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ეთერ თათარაიძე, დავით ევგენიძე, ბიჭი ივანიშვილი, გიორგი არაბული, სანდრო ლორთქიფანიძე, ბაქი ლორთქიფანიძე, ოთო გურგენიშვილი, ზაზა ნოზაძე.
ღონისძიება მიზნად ისახავს ახალი და ძველი თაობის შემოქმედების წარმოჩენასა და შედევრების გახსენებას.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ დავით ევგენიძე და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტები.
ბილეთები გაიყიდება სამეფო უბნის თეატრის სალაროებში.
ბილეთის ფასი: 5.00 ლარი
შემოსული თანხა გადაირიცხება გიორგი ყორღანაშვილის ანგარიშზე.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სამეფო უბნის თეატრი.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
http://www.youtube.com/user/culturegovge
http://www.flickr.com/photos/culturegovge/
http://www.myvideo.ge/?user_id=855045