Wednesday, 17 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ემერჯენსი / თავის ქალას ფუძის მოტეხილობა / ქალა-ტვინის ტრავმა / ტრავმატოლოგია / ტრავმა / ავტოავარია

ემერჯენსი / თავის ქალას ფუძის მოტეხილობა / ქალა-ტვინის ტრავმა / ტრავმატოლოგია / ტრავმა / ავტოავარიაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ემერჯენსი / თავის ქალას ფუძის მოტეხილობა / ქალა-ტვინის ტრავმა / ტრავმატოლოგია / ავტოავარია 28 წლის ქალაბატონი (ავტოავარია): მრავლობითი მოტეხილობები, რინორეა, ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა), "ენოტის თვალები" ანუ პერიორბიტული ექკიმოზი. სავარაუდო დიაგნოზი: თავის ქალის ფუძის მოტეხილობა (თავის ქალას შუა ფოსოს ტრავმა). 23 წლის გოგონა (მიწისძვრა): ბატლის ნიშანი (სისხლჩაქცევა ყურის უკან), ჰემოტიმპანუმი (სისხლდენა შუა ყურში). სავარაუდო დიაგნოზი: თავის ქალის მოტეხილობა. თავის ქალა 3 ფოსოსგან შედგება (წინა, შუა და უკანა) და თავის ტრავმები ამ ფოსოების დაზიანებით მიმდინარეობს (თუ ფუძეს მოიცავს) და ტყდება ან იბზარება თავის ქალას ძვლები. ლიკვორეა- თავ-ზურგ ტვინის სითხის დენა (ცერებროსპინური ლიკვორის დენა). ზოგადად ქალა-ფუძის მოტეხილობა იშვიათია და თავის ტრავმების შორის 4%-ში გვხვდება; მისი სრული კლინიკური სურათის ჩამოყალიბებისთვის 6-დან 12 საათამდე დროა საჭირო; ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც აქვს თავის ტრავმა უნდა გაუკეთდეს კომპიტერული ტომოგრაფია და ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარღვეულია პაციენტის ცნობიერება, შეცვლილია მენტური სტატუსი, გამოხატულია ძლიერი ცეფალიგია, მხედვლობის დარღვევა, გულისრევა ან ღებინება. უნდა გვახსოვდეს, რომ თუ დაზიანებულიაშუა ფოსო, შეიძლება დაირღვეს სმენაც ძვლოვანი კავშირის გაწყვეტის გამო, რასაც სმენის გამტარებლობითი ან ნერვის დაზიანების შემთხვევაში, სენსორული სიყრუე მოყვება. შემთხვევათა 10%-ში კი ირღვევა მხედველობაც, რადგანაც II წყვილი ნერვი დაზიანებული ძვლებით იჭყლიტება. როგორც ვნახეთ, ქალა-ფუძის მოტეხილობა ერთიდან რვამდე კლინიკური ნიშანით ვლინდება და ეს ნიშნებია: 1. ენოტის თვალები; 2. ბატლის სიმპტომი; 3. რინორეა ან ეპისტაქსისი; 4. კრანიული ნერვების დამბლა; 5. ჰემოტიმპანუმი ან ოტორაგია; 6. სმენის დაქვეითება; 7. ნისტაგმი ან ღებინება; 8. მხედველობის დაქვეითება ან დაკარგვა. ვიდეოს თემა: თავის ტრავმა (ქალა-ტვინის ტრავმა), თავის ქალას ფუძის მოტეხილობა (თავის ქალას ტრავმა). სპეციალიზაცია: ტრავმატოლოგია, ემერჯენსი.
Мой аккаунт