გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მან ისაუბრა ახლახანს ამოქმედებულ ჯანდაცვის ახალ პროგრამაზე. „10 დღის წინ მოხდა არსებული პროგრამის გაზრდა რსოდრნეობრივად და თვისობრივად. თუმცა ეს პროგრამა დაიწყო 28 თებერვალს და არ დაწყებულა 1 ივლისს. 1 ივლისიდან საქართველოს ყევლა მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცა, რომ მიიღოს ფართო სპექტრის სამეიდიცნო მომსახურება დაწყებული ოჯახის ექიმთან ვიზიტით, ექიმ სპეციალისტებთან, გადაუდებელი მდგომარეობის მართვა და გეგმიური მდგომარეობების მართვა. ეს ჩამონათვალი არის როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში. ეს ჩამონათვალი დარიგდა ქალაქებში, რაიონებში. ჩვენი თანამშრომლები დადიოდნენ დ აცნობდნენ ამ მონაცემებს მოქალაქეებს. ამ ჩამონათვალის შედგენისას პრინციპი იყო დაგეგმარება პრიორიტეტების მიხედვით. გამომდინარე იმ ბიუჯეტიდან, რაც დაგვხვდა, ჩენ არ შეგვეძლო, რომ სრული პროექტი განგვეხორციელებინა ერთი მცდელობით. ამიტომ დავიწყეთ დაგეგმარება პრიორიტეტების მიხედვით. პრიორიტეტი ყოველთვის არის გადაუდებელი მდგომარეობა. ეს ფინანსდება 28 თებერვლიდან. გეგმიური ღონისძიებები კი ფინანსდება 1 ივლისიდან. ამ პროგრამის ამოცანა იყო ორი და ორივე შესრულებულია. პირველი იყო, რომ ადამიანს უფულობის გამო არ დაეკარგა სიცოცხლე, რაც რეალური საფრთხე იყო დ მეორე - თუ სიცოცხლეს არ დაკარგავდა და გადაიხდიდა მკურნალობის ფულს, ამას არ გამოეწვია მისი და უახლოესი მისი თაობების გაღატაკება", აღნიშნა დავით სერგეენკომ. მან ასევე ისაუბრა დასაქმების თაობაზე. მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არის პროფესიული სასწავლებლები, სადაც ძირითადი და მოთხოვნადი პროფესიები იქნება დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. ამაზე გადაწვეტილებას განათლების სამინისტო მიიღებს.