Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ცესკო თბილისის ყველა საარცევნო უბნის საბოლოო მონაცემებს აქვეყნებს

ცესკო თბილისის ყველა საარცევნო უბნის საბოლოო მონაცემებს აქვეყნებსУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პროპორციული წესით მთელი საქართველოს მასტაბით მხოლოდ 10 უბანი დარჩა დასათვლელი. 3 627 უბნის მონაცემებით, შედეგები პარტიებს შორის ასე გადანაწილდა. "ქართული ოცნება" - 50.82%; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22.39%; "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" -- 10.24%; "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" -- 4.72%; "ლეიბორისტული პარტია" -- 3.44%, "არასაპარლამენტო ოპოზიცია" 2.25% დასრულებულია თბილისის მერობის კანდიდატების ხმის დათვლის პროცესიც. ცესკო 729-ვე უბნის საბოლოო მონაცემებს აქვეყნებს. შედეგები ასეთია -- დავით ნარმანია - 46.13%; ნიკა მელია -- 27.91%; დიმიტრი ლორთქიფანიძე - 12.82%; ირმა ინაშვილი - 5.36%; ასმათ ტყაბლაძე - 2.45%; კახა კუკავა - 2.32%. თბილისის საკრებულოში, 25 მაჟორიტარული მანდატიდან, 24 "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, ერთი კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა - ალეკო ელისაშვილმა. წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში, პროპორციულ სიაში ხმების 45,98% ერგო "ქართულ ოცნებას", 26,13% "ნაციონალურ მოძრაობას", 10 პროცენტზე მეტი "ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას", ხოლო 6,37% "საქართველოს პატრიოთა ალიანსმა" მოაგროვა. ამგვარად, უკვე ნათელია, თუ როგორ დაკომპლექტება თბილისის საკრებულო. 50-კაციან საკრებულოში, 38 მანდატი "ქართულ ოცნებას" ექნება, 7 "ნაციონალურ მოძრაობას", 3 "ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას", ერთი კი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს". საკრებულოს ახალი წევრები, უფლებამოსილების შესრულებას ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან, 5 დღის ვადაში შეუდგებიან. შემდეგ უკვე დღის წესრიგში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგება. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ კანდიდატურაზე კონსულტაციები არ დაწყებულა. ეკა კოპალიანი დეტალებით.
Мой аккаунт