Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

Irakli Alasania - introduction L.Izoria 04.27.10

Irakli Alasania - introduction L.Izoria 04.27.10У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ირაკლი ალასანიამ ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან იზორია წარადგინა. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ლევან იზორიამ იცის ამ უბნის ყველა პრობლემა, არის მებრძოლი ადამიანი, რათა ამ უბანში არსებული ყველა რთული და ძირითადი პრობლემის გადაჭრა შეძლოს. ლევანს აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება და მან წარმატებული რეფორმების გატარება დაიწყო შსსში. აქვს დიდი სამეცნიერო გამოცდილება და შეუძლია ადამიანებისთვის შრომა, ჩვენ მზად ვართ, მთელი პასუხისმგებლობით ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. მთავარია, საზოგადოება მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი სამოქალაქო პოზიცია, აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. დეპუტატობის კანდიდატის, ლევან იზორიას განცხადებით, მისთვის მთავარი იქნება, საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული იყოს მართვის პროცესში. დღეს, რაც ყველაზე მეტად აკლია საზოგადოებას, ეს არის მართვაში თანამონაწილეობა. ჩვენ ამ ხარვეზის გამოსწორებას ყველა გზით ვეცდებით. პირველ რიგში შევქმნით სამეზობლო საბჭოებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება იმ პრობლემებზე, რაც საბჭოს წევრებსა და მათ გარშემო მყოფ ადამიანებს ექმნებათ, შემდეგ კი ამ ყველაფრის გადაჭრას საკრებულოს დონეზე მოვახერხებთ, განაცხადა ლევან იზორიამ.
Мой аккаунт