У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ყირიმის პრორუსულ ხელსუფლებასა და ქალაქ სევასტოპოლის მერიასთან რუსეთის შემადგენლობაში ფედერალური სუბიექტების სტატუსით ამ რეგიონების მიღების შესახებ. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ფედერალური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვიდა. პუტინის განცხადებთ, ყირიმი რუსეთის ისტორიული ტერიტორიაა, რომელიც უკრაინის შემადგენლობაში უსამართლოდ მოექცა. პუტინმა ისიც განაცადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მასში მცხოვრები რუსებისთვის უსამართლობა იყო. ყირიმის ანექსიის გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიეორ შემოღებული სანქციების მიუხედავად მიიღო.